понедельник, 18 апреля 2016 г.

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
სოფო გოგიძე
რაიონი
ცაგერი
სკოლა
ორბელის საჯარო
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება   ,,მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა ‘
 .გენიალური ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლა.
თემის შინაარსი: დიდი ქართველი მხატვრის, ფიროსმანის 150 წლისთავთან  დაკავშირებით,  მისი ცხოვრებისა და შემოქმედების  ღრმად  და  საფუძვლიანად  შესწავლა.  1.ფიროსმანის ბიოგრაფიული მონაცემების მოძიება.2.ნახატების შექმნა ფიროსმანის სტილში და გამოფენის მოწყობა.3.გიორგი შენგელაიას ფილმის „ფიროსმანის“ ერთობლივი ყურება და განხილვა.4.მინი კონფერენციის მოწყობა.5.ექსკურსიის მოწყობა მირზაანში,ფიროსმანის სახლმუზეუში.

საგანი: ხელოვნება

დონე/კლასი  V111 კლასი


განხორციელების დროის ჩარჩო:  1 თვე


თემის საფუძვლები:
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები.   ს.გ.VIII.5 მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.            ს.გ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია მიმართოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.  ს.გ.VIII.12.მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს.                                                           

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები: მოსწავლეები შეაგრვებენ ,გაანალიზებენ,ორგანიზებას გაუკეთებენ  და დაახარისხებენ ინფორმაციას.   მოსწავლეებს გამოვუმუშაოთ გუნდური მუშაობის სხვებთან აქტიური თანამშრომლობის უნარი. ასევე გადაწყვეტილებების მიღებისა,საკუთარი ფუნქციის პასუხისმგებლობით შესრულების უნარ-ჩვევა.21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.   შედეგები:  მოიძიებს და აზუსტებს ინფორმაციას მომავალი პროექტის დასაგეგმად.                ანაწილებს გუნდში სამუშაოს/ფუნქციებს,მვალეობებს.           ითვალისწინებს და იყენებს გუნდელების შესაძლებლობებს/პოტენციალს.    განიხილავს ქართულ ხელოვნებას მსოფლიოს ხელოვნების კონტექტსში.    გეგმავს და აწყობს სხვადასხვა ღონისძიებას:გამოფენას,კინოგანხილვას,კონფერენციას.  მუშაობის პროცესში  ეფექტურად გამოიყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს,ინტერნეტს,აუდიო და ვიდეო საშუალებებს.









მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
1) რა არის ხელოვნება?
2) გვიყვარს  თუ არა  მხატვრობა?3)რატომ იქმნება ნახატი?
თემატური კითხვები
1)  ვიცნობთ თუ არა ქართველი მხატვრების შემოქმედებას?
2) რა ვიცით ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ?
შინაარსობრივი კითხვები
1)რა მიმდინარეობის მხატვარია ნ.ფიროსმანი?2)როგორ ფერებს იყენებდა ფიროსმანი?
3)რომელ ნახატს გამოარჩევდი ფიროსმანის შემოქმედებიდან და რას დაარქმევდი?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყეამდე
მუშაობის პროცესში
დასრულების შემდეგ
გონებრივი  იერიში.
  (კითხვა პასუხი)
ვ-მვ-ვ  სქემა
3-წუთიანი პაუზა

მოძიებული,მოკვლეული მასალის
ელ.ფოსტით შემოწმება.

მინი გამოფენა

პროექტის პრეზენტაცია.
ელექტრონული პრეზენტაციების მომზადება.
 ექსკურსია.
ჩანაწერთა  დღიური
ჯგუფური მუშაობის რუბრიკა.
პრაქტიკული სამუშაოს შეფასების რუბრიკა.
ზეპირი გამოკითხვა
პროექტის შეფასების რუბრიკა


შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე ,წინარე ცოდნის გააქტიურებისა და მოსწავლეთა მზაობის შე

სახებ ამ საკითხისათვის ინფორმაციის მისაღებად ვიყენებ კითხვა-პასუხს,მივმართავ გონებრივ იერიშს.თანამედროვე სწავლებაში მრავლად ვიყენებთ გრაფიკულ მაორგანიზებლებს,ამ შემთხვევაში გამოვიყენ

სქემას „ვიცი-მინდა ვიცოდე -ვისწავლე“,აგრეთვე „3-წუთიან პაუზას“.ამით ვამოწმებ მოსწავლეთა საბაზისო ცოდნას,რომელიც აუცილებლად გამომადგება შემდგომში თემის დასაგეგმად.შეფასებისათვის ინტენსიურად გამოვიყენებ ზოგად და თემატურ შეკითხვებს. შემი შეკითხვები მიმართულია აზროვნების ქვედა დონიდან ზედასკენ და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისკენ.
       ამ შეფასებიდან მიღებული ინფორმაცია კარგად შემიძლია გამოვიყენო და მოსწავლეთა საჭიროებები გავითვალისწინო შემდგომ მუშაობაში.



სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
გამომუშავებული აქვთ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების უნარ-ჩვევები.იყენებენ საოფისე პროგრამას .
სასწავლო პროცედურები

 

   პოექტზე მუშაობის  შემზადებას ვიწყებ  ზოგადი კითხვების გამოყენებით. გიყვართ ხელოვნება?  რატომ  იქმნება ნახატი?   გონებრივი იერიშით,კითხვა -პასუხით ვაკვირდები მოსწავლეთა ცოდნის დონეს და თემატური კითხვების საშუალებით მივმართავ მოსწავლეთა ყურადღებას პროექტის თემისაკენ. რა ვიცით ფიროსმანის შესახებ?  წინარე ცოდნის გააქტიურებისათვის ვიყენებ სქემას  ვ-მ.ვ-ვ აგრეთვე 3-წუთიან პაუზას.  ვურიგებ მოსწავლეებს

წინასწარ გამზადებულ სქემებს, ავსებენ. გავაცნობ პროექტის სახელწოდებას და მოტივაციისათვის პროექტორზე ვაჩვენებ მხატვრის ცნობილ ნამუშევრებს.მოკლედ გავაცნობ მიზანს და მივცემ საშუალებას თვითონ დაგეგმონ სამუშაოები.
       შემდეგ ვახდენთ პროექტის მსვლელობის-ძირითადი აქტივობების დაგეგმვას.ვქმნით2 ჯგუფს,ამისთვის ვიყენებ :პასტელების ჯადოქრობას“
                 სამუშაოს განაწილება.1ჯგუფის დავალება-ინფორმაციების მოძიება ფიროსმანის ბიოგრაფიიდან.2ჯგუფის დავალება-ფერების როლი და აქტუალობა ფიროსმანის ნახატებში. (1 კვირა) ჯგუფებს ვუწევ  კონსულტაციას როგორ გამოიყენონ ინტერნეტ რესურსი საძიებელ  საკითხებთან დაკავშირებით.
     2სამუშაო. ელდარ შენგელაიას ცნობილი კინოშედევრის „ფიროსმანის“ ერთობლივი ყურება და განხილვა.  (1 დღე)
     3 სამუშაო .ხატვა ფიროსმანის სტილში და მინი-გამოფენა.(1 კვირა)
    4 სამუშაო. მინი-კონფერენცია-მოძიებული მასალებით,  შაბეჭდილებებით და მიღებული ინფომაციებით -პრეზენტაციების მოწყობა.(1 კვირა) ვიდეო კოლაჟის.ელექტრონული პრეზენტაციების წარდგენა.
     5სამუშაო.მიზნობრივი ექსკურსია მირზაანში-ფიროსმანის სახლ-მუზეუმში.(2 დღე).
     პროექტზე მუშაობის პროცესს ვაკვირდები  და ვახდენ სათანადო შეფასებებს ყოველ სამუშაო ეტაპზე. ამისთვის ეფექტურად ვიყენებ ელექტრონულ ფოსტას.  ვაძლევ  სწორ მიმართულებას და შესაბამის ვებ-გვერდების მისამართებს ,რომლებიც წაადგებათ  მოსწავლეებს დასახული სამუშაოს შესრულებაში. მოსწავლეები აკეთებენ  ჩანაწერებს ,ახდენენ თვითდაკვირვებას.,  ამზადებენ  ელექტრონულ  პრეზენტაციებს.









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
ჯგუფის შექმნის დროს ჩავრთავ მაღალი სააზროვნო უნარების მოსწავლეთა ჯგუფში. გავუმზადებ საჭიროებისამებრ მოდიფიცირებულ პრეზენტაციის შაბლონს.მოვუმზადებ დამატებით ნიმუშებს.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

გამოვიყენებ ვიზუალურ და არავერბალურ საპრესენტაციო მოდელებს.მოვიწვევ თარჯიმანს,მივცემ საშუალებას საკითხი მოამზადოს მშობლიურ ენაზე.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
ინტერნეტის გამოყენებით მოიძიონ მსოფლიოს სხვა დიდი მხატვრების გამონათქვამები ფიროსმანის შესახებ და შექმნან სტენდი.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.


1

1 комментарий:

  1. Casino Player Reviews - DrmCD
    Find out 김해 출장안마 the casino player reviews on DrmCD. We also have reviews on various 의왕 출장마사지 casinos, including what games 상주 출장샵 are available. Get your hands 안산 출장마사지 on 의정부 출장샵 exclusive bonuses.

    ОтветитьУдалить