понедельник, 18 апреля 2016 г.
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
სოფო გოგიძე
|
|
რაიონი
|
ცაგერი
|
|
სკოლა
|
ორბელის საჯარო
|
|
ქალაქი
|
||
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება ,,მოკვდა თუ
არა, ყველამ აცხონა ‘
|
||
.გენიალური
ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლა.
|
||
თემის შინაარსი: დიდი ქართველი მხატვრის, ფიროსმანის 150
წლისთავთან დაკავშირებით, მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ღრმად
და საფუძვლიანად შესწავლა.
1.ფიროსმანის ბიოგრაფიული მონაცემების მოძიება.2.ნახატების შექმნა
ფიროსმანის სტილში და გამოფენის მოწყობა.3.გიორგი შენგელაიას ფილმის
„ფიროსმანის“ ერთობლივი ყურება და განხილვა.4.მინი კონფერენციის
მოწყობა.5.ექსკურსიის მოწყობა მირზაანში,ფიროსმანის სახლმუზეუში.
|
||
საგანი: ხელოვნება
|
||
დონე/კლასი V111 კლასი
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო: 1 თვე
|
||
თემის საფუძვლები:
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები. ს.გ.VIII.5
მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო. ს.გ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია მიმართოს
ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას. ს.გ.VIII.12.მოსწავლე ეცნობა ქართულ
ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს.
|
||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები: მოსწავლეები შეაგრვებენ
,გაანალიზებენ,ორგანიზებას გაუკეთებენ
და დაახარისხებენ ინფორმაციას. მოსწავლეებს გამოვუმუშაოთ გუნდური მუშაობის სხვებთან აქტიური
თანამშრომლობის უნარი. ასევე გადაწყვეტილებების მიღებისა,საკუთარი ფუნქციის
პასუხისმგებლობით შესრულების უნარ-ჩვევა.21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. შედეგები:
მოიძიებს და აზუსტებს ინფორმაციას მომავალი პროექტის დასაგეგმად. ანაწილებს გუნდში
სამუშაოს/ფუნქციებს,მვალეობებს.
ითვალისწინებს და იყენებს გუნდელების შესაძლებლობებს/პოტენციალს. განიხილავს ქართულ ხელოვნებას მსოფლიოს
ხელოვნების კონტექტსში. გეგმავს და
აწყობს სხვადასხვა ღონისძიებას:გამოფენას,კინოგანხილვას,კონფერენციას. მუშაობის პროცესში ეფექტურად გამოიყენებენ საინფორმაციო
ტექნოლოგიებს,ინტერნეტს,აუდიო და ვიდეო საშუალებებს.
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
1) რა არის ხელოვნება?
2) გვიყვარს თუ არა მხატვრობა?3)რატომ იქმნება ნახატი?
|
|
თემატური კითხვები
|
1) ვიცნობთ თუ არა ქართველი მხატვრების
შემოქმედებას?
2) რა ვიცით ფიროსმანის
ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ?
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
1)რა
მიმდინარეობის მხატვარია ნ.ფიროსმანი?2)როგორ ფერებს იყენებდა ფიროსმანი?
3)რომელ ნახატს
გამოარჩევდი ფიროსმანის შემოქმედებიდან და რას დაარქმევდი?
|
|
შეფასების გეგმა
|
|||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
|||||||||
|
|||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
|||||||||
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე ,წინარე
ცოდნის გააქტიურებისა და მოსწავლეთა მზაობის შე
სახებ ამ საკითხისათვის ინფორმაციის
მისაღებად ვიყენებ კითხვა-პასუხს,მივმართავ გონებრივ იერიშს.თანამედროვე
სწავლებაში მრავლად ვიყენებთ გრაფიკულ მაორგანიზებლებს,ამ შემთხვევაში გამოვიყენ
სქემას „ვიცი-მინდა ვიცოდე
-ვისწავლე“,აგრეთვე „3-წუთიან პაუზას“.ამით ვამოწმებ მოსწავლეთა საბაზისო
ცოდნას,რომელიც აუცილებლად გამომადგება შემდგომში თემის დასაგეგმად.შეფასებისათვის
ინტენსიურად გამოვიყენებ ზოგად და თემატურ შეკითხვებს. შემი შეკითხვები
მიმართულია აზროვნების ქვედა დონიდან ზედასკენ და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების
ჩამოყალიბებისკენ.
ამ შეფასებიდან მიღებული ინფორმაცია
კარგად შემიძლია გამოვიყენო და მოსწავლეთა საჭიროებები გავითვალისწინო შემდგომ
მუშაობაში.
|
|||||||||
სხვა
საკითხები
|
|||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
|||||||||
გამომუშავებული აქვთ
ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების უნარ-ჩვევები.იყენებენ საოფისე პროგრამას .
|
|||||||||
სასწავლო
პროცედურები
|
|||||||||
პოექტზე
მუშაობის შემზადებას ვიწყებ ზოგადი კითხვების გამოყენებით. გიყვართ
ხელოვნება? რატომ იქმნება ნახატი? გონებრივი იერიშით,კითხვა -პასუხით
ვაკვირდები მოსწავლეთა ცოდნის დონეს და თემატური კითხვების საშუალებით მივმართავ
მოსწავლეთა ყურადღებას პროექტის თემისაკენ. რა ვიცით ფიროსმანის შესახებ? წინარე ცოდნის გააქტიურებისათვის ვიყენებ
სქემას ვ-მ.ვ-ვ აგრეთვე 3-წუთიან
პაუზას. ვურიგებ მოსწავლეებს
წინასწარ გამზადებულ სქემებს, ავსებენ. გავაცნობ
პროექტის სახელწოდებას და მოტივაციისათვის პროექტორზე ვაჩვენებ მხატვრის ცნობილ
ნამუშევრებს.მოკლედ გავაცნობ მიზანს და მივცემ საშუალებას თვითონ დაგეგმონ
სამუშაოები.
შემდეგ ვახდენთ პროექტის მსვლელობის-ძირითადი აქტივობების დაგეგმვას.ვქმნით2
ჯგუფს,ამისთვის ვიყენებ :პასტელების ჯადოქრობას“
სამუშაოს განაწილება.1ჯგუფის
დავალება-ინფორმაციების მოძიება ფიროსმანის ბიოგრაფიიდან.2ჯგუფის
დავალება-ფერების როლი და აქტუალობა ფიროსმანის ნახატებში. (1 კვირა) ჯგუფებს
ვუწევ კონსულტაციას როგორ გამოიყენონ
ინტერნეტ რესურსი საძიებელ საკითხებთან
დაკავშირებით.
2სამუშაო. ელდარ შენგელაიას ცნობილი კინოშედევრის „ფიროსმანის“ ერთობლივი
ყურება და განხილვა. (1 დღე)
3
სამუშაო .ხატვა ფიროსმანის სტილში და მინი-გამოფენა.(1 კვირა)
4
სამუშაო. მინი-კონფერენცია-მოძიებული მასალებით, შაბეჭდილებებით და მიღებული ინფომაციებით
-პრეზენტაციების მოწყობა.(1 კვირა) ვიდეო კოლაჟის.ელექტრონული პრეზენტაციების
წარდგენა.
5სამუშაო.მიზნობრივი ექსკურსია მირზაანში-ფიროსმანის სახლ-მუზეუმში.(2
დღე).
პროექტზე მუშაობის პროცესს ვაკვირდები
და ვახდენ სათანადო შეფასებებს ყოველ სამუშაო ეტაპზე. ამისთვის ეფექტურად
ვიყენებ ელექტრონულ ფოსტას. ვაძლევ სწორ მიმართულებას და შესაბამის
ვებ-გვერდების მისამართებს ,რომლებიც წაადგებათ
მოსწავლეებს დასახული სამუშაოს შესრულებაში. მოსწავლეები აკეთებენ ჩანაწერებს ,ახდენენ თვითდაკვირვებას., ამზადებენ
ელექტრონულ პრეზენტაციებს.
|
დიფერენცირებული სწავლება
|
||
სპეციალური საჭიროებები
|
ჯგუფის შექმნის დროს
ჩავრთავ მაღალი სააზროვნო უნარების მოსწავლეთა ჯგუფში. გავუმზადებ
საჭიროებისამებრ მოდიფიცირებულ პრეზენტაციის შაბლონს.მოვუმზადებ დამატებით
ნიმუშებს.
|
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების
ენა არ არის მშობლიური)
|
გამოვიყენებ ვიზუალურ
და არავერბალურ საპრესენტაციო მოდელებს.მოვიწვევ თარჯიმანს,მივცემ საშუალებას
საკითხი მოამზადოს მშობლიურ ენაზე.
|
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
ინტერნეტის
გამოყენებით მოიძიონ მსოფლიოს სხვა დიდი მხატვრების გამონათქვამები ფიროსმანის
შესახებ და შექმნან სტენდი.
|
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა) |
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი
(ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
შეგიძლიათ იხილოთ ბიბლიოგრაფიის ჩანართში
|
ინვენტარი/მასალები
|
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ
და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური
მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
|
ინტერნეტრესურსები
|
იხილეთ საავტორო უფლებების
ჩანართში
|
სხვა რესურსები
|
საველე ვიზიტები,
ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან,
ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.
|
1
Подписаться на:
Сообщения (Atom)